პალასი 1

მეტის ნახვა

პალასი 2

მეტის ნახვა

აქსისპალასი საირმეზე

მეტის ნახვა

საიტის შესახებ

ვებგვერდი სპეციალურად შექმნილია პალასების დაზარალებულ ბინათმფლობელთათვის, რათა მოხდეს მათი სრულად და უწყვეტად ინფორმირება მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით. ............................................................................................................................................ 2008 წლის ომმა და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დააზარალა მთლიანად სამშენებლო სექტორი, რის გამოც, არაერთმა დეველოპერულმა კომპანიამ სრულიად შეაჩერა საქმიანობა. „პალასები“ აღმოჩნდნენ პირისპირ ურთულესი პრობლემების წინაშე, თუმცა მიუხედავად მძიმე კრიზისისა კომპანიამ არ აირიდა პასუხისმგებლობა და სირთულეებით სავსე გზაზე კრიზისების სწორი მართვით უკვე შესახლდა 1,263 ოჯახი. შესაბამისად, კომპანია ზრუნავს და იღებს პასუხისმგებლობას დარჩენილი 328 ოჯახის წინაშე. მნიშვნელოვანია, რომ პალასების სამშენებლო სამუშაოების 90% უკვე შესრულებულია. დარჩენილი 10% პროცენტის დასრულებით არსებული ვალდებულებები მთლიანად შესრულდება. ............................................................................................................................................ COVID-19-ის გავრცელებამ დღეს სამშენებლო სექტორი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. სწორედ ამიტომ, გამოაცხადა საქართველოს მთავრობამ სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო გარანტიას ბანკის წინაშე სამშენებლო კომპანიისათვის საჭირო ფინანსური რესურსის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ინიციატივა კრიზისის დროულად დაძლევისკენ გადადგმული ქმედითი ნაბიჯია. კომპანია აქსისმა უკვე შეიტანა განაცხადი აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისათვის. აქსისის გუნდის დიდი გამოცდილება კრიზისმენეტჯმენტში და მიღწეული თვალსაჩინო შედეგები გვაძლევს უფლებას თამამად განვაცხადოთ, რომ დეველოპერული კომპანია „აქსისი“ დაასრულებს ყველა ვალდებულებას, რომელიც გააჩნია მობინადრეების წინაშე 2021 წელს.