13/აპრილი/2017
აგვისტოს თვეში იწყება VII ბლოკის მშენებლობა
2017 წლის იანვარში აქსისპალასში მიმდინარე სამუშაოების განახლებული გეგმის მიხედვით VII ბლოკის მშენებლობა დაიწყება ა.წ. აგვისტოს თვეში.
გაცნობებთ, რომ დღეისათვის ინტენსიურად მიმდინარეობს VI ბლოკის მშენებლობა და მისი კარკასის დასრულებისთანავე VII ბლოკის მშენებლობისათვის მოეწყობა სამშენებლო მოედანი, შევა საჭირო ტექნიკა, რაც საშუალებას მოგვცემს ინტენსიურად გავაგრძელოთ სამუშაოები. VII ბლოკიტექნიკური სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე დასრულდება 2018 წლის შემოდგომაზე.
აქსისის უკლებლივ ყველა მომხმარებელი დაკმაყოფილდება იგივე პირობებით და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით.