14/სექტემბერი/2017
„აქსისპალასი 2“-ის ეზოს მოსაწესრიგებელი სამუშაოები
გაცნობებთ, რომ ა.წ. სექტემბერში იგეგმება „აქსისპალასი 2“-ის ეზოს მოსაწესრიგებელი სამუშაოები, რომელიც გაგრძელდება 10 ოქტომბრამდე. დაგეგმილი სამუშაოები:
დაიშლება მესამე ბლოკთან არსებული ამწე;
დაიშლება ამწის რელსები;
ეზოს ტერიტორიიდან მოხდება სამშენებლო ნაგვის გატანა და დასუფთავება
ეზო გაიმიჯნება ორ ნაწილად, IV, V და VI ბლოკების მიმდებარედ მოეწყობა სამშენებლო მოედნი, II და III ბლოკების მიმდებარე ტერიტორია შემოიღობება და მოიხრეშება.
ბოდიშს გიხდით გამოწვეული დისკომფორტისთვის.