10/ივლისი/2017

ავტოსადგომების განაწილება

პალასი 1-ის ავტოსადგომი მოიცავს  9 500 მ2 -ს და განკუთვნილია  275 ავტომობილისთვის. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ავტოსადგომის მოწესრიგება (დახაზვა, დანომვრა, სანათების დამონტაჟება). მას შემდეგ რაც დასრულდება აღნიშული სამუშაოები, მოხდება  მობინადრეთათვის ავტოსადგომების გადანაწილება, რომელიც იგეგმება ა.წ.  ივლისის თვეში.

ავტოსადგომზე თითოეული ბლოკისთვის გამოიყოფა სექტორები და გადანაწილება მოხდება კენჭისყრის გზით. მობინადრე უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრის პროცესში და კენჭისყრის შედეგები დადასტურდება შეთანხმების დოკუმენტის საფუძველზე.