03/ივლისი/2018
ჭავჭავაძის 75 - 1430 კვმ მწვანე საფარი დაიგო
გაზონი, ჭავჭავაძის 75-ში, რომელიც აქსისმა 1430კვმ ზე უკვე დააგო 4 პარკოსანთა ჯგუფის მცენარისაგან შედგება „Festuca rubra,“ „Festuca arundinacea,“ „Lolium westerwoldicum,“ და „Lolium perenne“ - სწორედ ამიტომაც იგი გამოირჩევა ჟანგბადის წარმოშობის კუთხით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული გაზონის 15 კვადრატული 1 საშუალო ხეს უდრის.
მნიშვნელოვანია ჭავჭავაძის 75-ში არსებული მწვანე საფარის სხვა უპირატესობებიც, იგი ისრუტავს დაბინძურებულ ჰაერს და სამაგიეროდ გამოყოფს გრილ, სუფთა ჟანგბადს.
ზაფხულის ცხელ დღეებში ბალახის საფარის ტემპერატურა 5-8 გრადუსით ნაკლებია ღია გრუნტთან შედარებით. არსებული გაზონი გერმანელი და ამერიკელი მეცნიერების მიერ შექმნილი ტექნოლოგიაა და დამზადებულია ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში.