03/ოქტომბერი/2017

დაწყებულია თეთრი კარკასის სამუშაოები

გაცნობებთ, რომ მეორე ბლოკში მობინადრეთა მიერ ინდივიდუალურად შეთანხმებული შიდა კედლების გეგმარებისა და ელექტრო გაყვანილობის ნახაზების მიხედვით, დაწყებულია თეთრი კარკასის სამუშაოები. მიმდინარეობს ბლოკების და სხვა სამშენებლო მასალის შეტანა.

მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ შეგითანხმებიათ შიდა კედლების გეგმარებები და ელექტრო გაყვანილობის ნახაზები გთხოვთ, გვეწვიოთ აქსისის ინტერიერის სამუშაოების შოუ რუმში (მის. ალ. ყაზბეგის #24). სხვა შემთხვევაში ბინის თეთრი კარკასის სამუშაოები სტანდარტული გეგმარებით შესრულდება.