22/ივნისი/2017

II ბლოკის მობინადრეთა საყურადღებოდ

ძვირფასო აქსისელებო,

გაცნობებთ, რომ მეორე ბლოკის თეთრი კარკასების სამშენებლო სამუშაოები დაიწყება ა.წ. სექტემბრიდან. მანამდე კი საჭიროა ყველა მობინადრესთან გავიაროთ და შევათანხმოთ შიდა კედლების გეგმარების და ელექტრო გაყვანილობის საკითხი. სტანდარტული გეგმარება შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი საჭიროებების მიხედვით, რაშიც აქსისის არქიტექტორები დაგეხმარებიან.

იმისათვის, რომ დროულად დავიწყოთ აღნიშნული სამუშაოები გთხოვთ, მე-2 ბლოკის მობინადრეებს, გვეწვიოთ აქსისის ინტერიერის სამუშაოების შოუ რუმში (მის. ალ. ყაზბეგის #24)  ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 24 17 17 გეგმარებისა და ელექტრო გაყვანილობის ნახაზების შესათანხმებლად ა.წ. 15 ივლისამდე. სხვა შემთხვევაში ბინის თეთრი კარკასის სამუშაოები სტანდარტული გეგმარებით შესრულდება.


მადლობა თანამშრომლობისთვის.

აქსისის სერვისის სამსახური