24/მაისი/2021

პალასების მშენებლობის განახლების პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა და სრულდება მაისის ბოლოს

მოგეხსენებათ, რომ  კომპანიას მუდმივი კომუნიკაცია აქვს აქსისპალასების საინიციატივო ჯგუფთან და სისტემატურად მიმდინარეობს მათთვის როგორც ინფორმაციის მიწოდება, ასევე საქმიანი შეხვედრები ქ. თბილისის მერიაში. დღეს, კი იმის გათვალისწინებთ, რომ პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა და სრულდება მაისის ბოლოს, გადავწყვიტეთ მოგაწოდოთ ინფორმაცია გაწეული სამუშაოების და მიმდინარე პროცესის შესახებ  2021 წლის თებერვლიდან დღემდე:

  • ჩვენს მიერ მომზადდა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და წარედგინა ქ. თბილისის მერიას  და ბანკს, რაც მოიცავდა სხვადასხვა ეტაპებს, ექსპერტიზების და აუდიტორულ დასკვნების ჩათვლით.
  • მიღწეულ იქნა შეთანხმება და აქსისპალასების დაზარალებული ყველა ობიექტი მოექცა ერთიანი დაფინანსების ქვეშ.
  • შედგა არაერთი მოლაპარაკება, რომლის შედეგადაც მიღებულ იქნა დადებითი და პალასების მშენებლობის გაგრძელებისათვის სასიკეთო  გადაწყვეტილებები.
  • აქტიურად ვთანამშრომლობთ მერიასთან და 2021 წლის მაისის ბოლოს ყველა პროცედურა იქნება დასრულებული.
  • 2021 წლის ივნისის პირველი რიცხვებიდან დაიწყება მშენებლობის ნებართვის გაგრძელების სტანდარტული პროცედურა, რომელსაც ოპერატიულად გავივლით.
  • პალასების მშენებლობა დასრულდება ორ ეტაპად, ნაწილი ბლოკებისა 2021 წელს, ხოლო მეორე ნაწილი - 2022 წელს.

 

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის წარმატებული და შეუფერხებელი დასრულებისთვის დაზარალებული პალასების სამივე ობიექტი მოქცეულია ერთ ფინანსურ სქემაში, რაც უზრუნველყოფს პროექტების მშენებლობის ერთდროულად დაწყებას და  უწყვეტ პროცესს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გვსურს  კიდევ ერთხელ გაცნობოთ, რომ დაზარალებული ობიექტების დასრულებისთვის ყველა პროცედურა წარმატებით სრულდება და საბოლოო შედეგიც უმოკლეს ვადაში იქნება თვალნათელი.