17/სექტემბერი/2020
პალასი 1 მონაწილეობს სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში
COVID-19-ის გავრცელების გამო სამშენებლო სექტორში გამოწვეულმა კრიზისმა ქვეყნის ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. სწორედ ამიტომ გამოაცხადა საქართველოს მთავრობამ სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო გარანტიას ბანკის წინაშე სამშენებლო კომპანიისათვის საჭირო ფინანსური რესურსის უზრუნველსაყოფად.
დეველოპერული კომპანია "აქისისი" უკვე მონაწილეობს მთავრობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და მიიჩნევს რომ, აღნიშნული პროგრამა კრიზისის დროულად დაძლევისკენ გადადგმული ქმედითი ნაბიჯია.