24/ნოემბერი/2020
პალასი 2 - მა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში გამარჯვების შემდეგ, პალასი 2 - მა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან.
ამ დოკუმენტის თანახმად, პალასი 2 - მა მაქსიმუმ 5 თებერვლამდე უნდა წარადგინოს პროგრამის დაწყებისთვის საჭირო დოკუმენტაცია. თუმცა ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ვგეგმავთ, რომ ყველა ფორმალური საკითხის მოგვარება ამ წლის ბოლომდე დასრულდება.
შესაბამისი პროცედურების დასრულებისთანავე,დაიწყება პალასების მშენებლობის ფინალური ეტაპი, სამშენებლო სამუშაოები განახლდება დაჩქარებული ტემპებით და ყველა მიმდინარე ვალდებულება დასრულდება.