01/აგვისტო/2017

შიდა კედლების გეგმარების და ელექტრო გაყვანილობის საკითხების შეთანხმება მეხუთი ბლოკის მობინადრეებთან დასრულებულია.

გაცნობებთ, რომ მეხუთე ბლოკის თეთრი კარკასების სამშენებლო სამუშაოები დაიწყება ა.წ. სექტემბრიდან. უკვე შევხვდით თითქმის ყველა მობინადრეს და მოხდა შიდა კედლების გეგმარების და ელექტრო გაყვანილობის საკითხების შეთანხმება. აქვე შეგახსენებთ, რომ სტანდარტული გეგმარების შეცვლა შესაძლებელია თქვენი საჭიროებების მიხედვით, რაშიც აქსისის არქიტექტორები დაგეხმარებიან.

იმისათვის, რომ დროულად დავიწყოთ აღნიშნული სამუშაოები გთხოვთ,მე-5 ბლოკის მობინადრეებს ვისთან დაკავშირებაც ვერ მოხრხდა, გვეწვიოთ აქსისის ინტერიერის სამუშაოების შოუ რუმში (მის. ალ. ყაზბეგის #24) ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 24 17 17 გეგმარებისა და ელექტრო გაყვანილობის ნახაზების შესათანხმებლად ა.წ. 15 აგვისტომდე. სხვა შემთხვევაში ბინის თეთრი კარკასის სამუშაოები სტანდარტული გეგმარებით შესრულდება.