უსაფრთხოების ნორმები სამშენებო ობიექტზე
შეგახსენებთ რომ, უსაფრთხოება კომპლექსური საკითხია და ის ჯაჭვური პრინციპით რამდენიმე მნიშვნელოვან რგოლს მოიცავს, თუ რომელიმე რგოლი ამოვარდება ან შესუსტდება, მოწყვლადი იქნება მთლიანად ჯაჭვიც. პირველ ყოვლისა უსაფრთხო გარემოს შექმნა თავად კომპანიას ევალება. აუცილებელია უკვე შექმნილი პირობების მუდმივი ზედამხედველობა და შეურიგებელი პოზიცია ყველა აღმოჩენილი დარღვევის მიმართ. მათი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც კომპანიას ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელიც გადაადგილდება სამშენებლო ობიექტზე.
I, VI და VII ბლოკების ბინათმფლობელთა საყურადღებოდ! გთხოვთ, დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები და ხელი არ შევუშალოთ სამშენებლო პროცესს. თუ გსურთ, მოინახულოთ თქვენი მომავალი საცხოვრებელი ბინა მშენებარე ობიექტზე, გთხოვთ, წინასწარ დაუკავშირდეთ სერვისის სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც დაგეხმარებათ ვიზიტის ორგანიზებაში, ობიექტზე მისვლისას კი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი გაგაცნობთ უსაფრთხოების წესებს, რის შემდგომაც ამავე სამსახურის წარმომადგენელთან ერთად და შესაბამისი აღჭურვილობით შეძლებთ გადაადგილებას ტერიტორიაზე. ობიექტზე ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის გარეშე შესვლა დაუშვებელია. ამ წესების დაცვა სავალდებულოა არა მარტო საცხოვრებელი ფართის მფლობელებისთვის, არამედ მათი ბინის ნებისმიერი ვიზიტორისთვის.
აქვე შეგახსენებთ, რომ აქსისის ყველა ობიექტს ყავს თავისი სერვის - მენეჯერი. მათი საკონტაქტო ნომრების გასაგებად დაგვიკავშირდით:2 24 17 17.