01/თებერვალი/2017

VIII, IX და X ბლოკების დამაკავშირებელი კორიდორის რეაბილიტაცია დაიწყო

VIII, IX და X ბლოკების დამაკავშირებელი კორიდორის რეაბილიტაცია დაიწყო

წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მიმდინარეობს კორიდორების სარემონტო სამუშაოები, კერძოდ VIII, IX და X ბლოკების დამაკავშირებელი კორიდორის რეაბილიტაცია.

ამ ეტაპისთვის დასრულებულია ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები მშენებლობის ტერიტორიაზე. უახლოეს მომავალში იგეგმება ქალაქის ცენტრალურ სანიაღვრე სისტემაზე დაერთება.

შემდეგი ეტაპზე მოხდება კორიდორებში ბეტონის ჩასხმა, რის შემდეგაც დაიწყება დაზიანებული მოპირქეთებული ნაწილის დემონტაჟი და VIII, IX , X ბლოკების დამაკავშირებელი კორიდორის აღდგენა.
კორიდორების რეაბილიტაციის შემდეგ დაიწყება IX ბლოკში არსებული ვესტიბიულის დემონტაჟი, ახალი მასალებით გარემონტება და კეთილმოწყობა.

კორიდორების, ვესტიბიულისა და სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები დასრულდება 2017 წლის ზაფხულში.