პალასი 1 - მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ უბანში, ს.ცინცაძის 12 - ში და აკავშირებს გამრეკელის (ყოფილი კუტუზოვი), ს. ცინცაძის და ბახტრიონის ქუჩებს.
კომპლექსში ფუნქციონირებს სავაჭრო ცენტრი, სადაც განთავსებულია ჰიპერმარკეტი "კარფური" და სხვა საერთაშორისო ბრენდები. ასევე, სრულადაა დატვირთული კომპლექსის სხვა კომერციული ფართები, სადაც განთავსებულია კაფე-ბარები, სავაჭრო, მომსახურების ობიექტები და სხვა.
პალასი 1 შედგება 10 ბლოკისგან, მათგან შესახლებულია II, III, IV, V, VIII, IX, X ბლოკების მაცხოვრებლები, დასრულებულია I, VI ბლოკის კარკასები და ამოყვანილია VII ბლოკის 7 სართული.
დასამთავრებელია პალასი 1-ის შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.