პალასი 2 - მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ უბანში, სულხან ცინცაძის N26-ში. პროექტის არქიტექტურა, მისი იერსახე პრესტიჟულობას სძენს მიმდებარე ტერიტორიას და მის ფუნქციონალურობასთან ერთად ხელს უწყობს უბნის და ზოგადად ქალაქის განვითარებას.
კომპლექსში ფუნქციონირებს კაფე-ბარები, სავაჭრო, მომსახურების ობიექტები და სხვა.
აქსის პალას 2 შედგება 6 ბლოკისაგან, მათგან შესახლებულია I, II, III, V ბლოკების მაცხოვრებლები, დასრულებულია VI ბლოკის კარკასი და ამოყვანილია IV ბლოკის 9 სართული.
დასამთავრებელია პალასი 2-ის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.