პალასი 2

 

პალასი 2 -   მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ უბანში, სულხან ცინცაძის  N26-ში. პროექტის არქიტექტურა, მისი იერსახე პრესტიჟულობას სძენს მიმდებარე ტერიტორიას და მის ფუნქციონალურობასთან ერთად ხელს უწყობს უბნის და ზოგადად ქალაქის განვითარებას.


კომპლექსში  ფუნქციონირებს  კაფე-ბარები, სავაჭრო, მომსახურების ობიექტები და სხვა.


აქსის პალას 2 შედგება 6 ბლოკისაგან, მათგან შესახლებულია I, II, III, V  ბლოკების მაცხოვრებლები, დასრულებულია VI ბლოკის კარკასი და ამოყვანილია IV  ბლოკის  9 სართული. 


დასამთავრებელია პალასი 2-ის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

მეტის ნახვა

სიახლეები

თარიღის მიხედვით
24/ნოემბერი/2020

პალასი 2 - მა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში გამარჯვების შემდეგ, პალასი 2 - მა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან. ამ დოკუმენტის თანახმად, პალასი 2 - მა მაქსიმუმ 5 თებერვლამდე უნდა წარადგინოს პროგრამის დაწყებისთვის საჭირო დოკუმენტაცია. თუმცა ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ვგეგმავთ, რომ ყველა ფორმალური საკითხის მოგვარება ამ წლის ბოლომდე დასრულდება. შესაბამისი პროცედურების დასრულებისთანავე, დაიწყება პალასების მშენებლობის ფინალური ეტაპი, სამშენებლო სამუშაოები განახლდება დაჩქარებული ტემპებით და ყველა მიმდინარე ვალდებულება დასრულდება.
მეტის ნახვა
30/ოქტომბერი/2020

დეველოპერული კომპანია აქსისი პალასების მშენებლობის ფინალურ ეტაპზე გადავიდა

დეველოპერულმა კომპანია აქსისმა სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში გაიმარჯვა. პროგრამა საქართველოს მთავრობამ, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შეიმუშავა სამშენებლო სექტორის სტიმულირების მიზნით და გულისხმობს სახელმწიფო გარანტიას სამშენებლო კომპანიისათვის საჭირო ფინანსური რესურსის უზრუნველსაყოფად. კონკურსში აქსისპალასი 1, აქსისპალასი 2 და აქსისპალასი საირმე მონაწილეობდნენ და სამივე ობიექტმა დააკმაყოფილა მოთხოვნების ყველა კრიტერიუმი. საქართველოს მთავრობასთან კომპანია ხელშეკრულებას 15 კალენდარულ დღეში გააფორმებს და ერთ პაკეტში შეკრული სამივე პალასი ერთიანი დაფინანსების სქემაში ჩაერთვება. დეველოპერული კომპანია აქსისი პალასების მშენებლობის ფინალურ ეტაპზე გადავიდა და ყველა მიმდინარე ვალდებულებას დაასრულებს. სულ მალე დედაქალაქის ცენტრალურ უბნებს განვითარებული, კეთილმოწყობილი ინფრასტურქტურა და სარეკრეაციო სივრცეები შეემატება.
მეტის ნახვა
17/სექტემბერი/2020

პალასი 2 მონაწილეობს სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში

COVID-19-ის გავრცელების გამო სამშენებლო სექტორში გამოწვეულმა კრიზისმა ქვეყნის ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. სწორედ ამიტომ გამოაცხადა საქართველოს მთავრობამ სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო გარანტიას ბანკის წინაშე სამშენებლო კომპანიისათვის საჭირო ფინანსური რესურსის უზრუნველსაყოფად. დეველოპერული კომპანია "აქისისი" უკვე მონაწილეობს მთავრობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და მიიჩნევს რომ, აღნიშნული პროგრამა კრიზისის დროულად დაძლევისკენ გადადგმული ქმედითი ნაბიჯია.
მეტის ნახვა
28/მარტი/2018

უსაფრთხოების ნორმები სამშენებო ობიექტზე

შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოება კომპლექსური საკითხია და ის ჯაჭვური პრინციპით რამდენიმე მნიშვნელოვან რგოლს მოიცავს, თუ რომელიმე რგოლი ამოვარდება ან შესუსტდება, მოწყვლადი იქნება მთლიანად ჯაჭვიც. პირველ ყოვლისა უსაფრთხო გარემოს შექმნა თავად კომპანიას ევალება. აუცილებელია უკვე შექმნილი პირობების მუდმივი ზედამხედველობა და შეურიგებელი პოზიცია ყველა აღმოჩენილი დარღვევის მიმართ. მათი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც კომპანიას ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელიც გადაადგილდება სამშენებლო ობიექტზე.
მეტის ნახვა